6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

“კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. მის ნაცვლად №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად დაინიშნა ნოდარ ქინქლაძე, რომელიც ამ დრომდე №1 ლაითურის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები განხორციელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა