გლდანის ხიდებთან ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – გლდანის ხიდებთან მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. დანაშაული მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში8 აპრილს თბილისის 100-მდე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება
შემდეგი სტატია„თაიმერის“ ექსკლუზივი – მდინარე ენგურმა ორი ქართველის ცხედარი გამორიყა