გლდანის I მიკრორაიონის N19-19ა კორპუსებთან სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ I მიკრორაიონის N19-19ა კორპუსებთან სკვერი ეწყობა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება.

ტერიტორიაზე მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა. ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 343 934 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიოდიშარია – ჰელსინკის ჯგუფი მტკნარ სიცრუეს ტირაჟირებს, ეს არის ცინიზმის მწვერვალი
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – სამწუხაროა, რომ ქალბატონი ტალიავინი ჯერ არ არის ჩავარდნილი სინანულში