გლდანის ციხესთან გოგი წულაიას მხარდამჭერი აქცია იმართება

მხარდაჭერა და სოლიდარობა გოგი წულაიას. პოლიტიკოსის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში გლდანის ციხესთან საპროტესტო აქცია იმართება. გოგი წულაიას მხარდამჭერები ქუთაისიდან დედაქალაქში ავტოკოლონებით ჩამოვიდნენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წულაია მე-8 დღეა შიმშილობს და მედიკამენტებს არ იღებს. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

banner
წინა სტატიაშიმამა ანდრია სარია: საპატრიარქო და ზოგიერთი სინოდის წევრი შეგნებულად დაადგა დესტრუქციულ გზას
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი “ობიექტივის” ეთერში გათაცემას “სტუდია #8” წაიყვანს