21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

გლდანის ციხესთან ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

გლდანის ციხესთან ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართა. აკადემიკოსის კოლეგებმა, ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებმა მისი დაპატიმრება გააპროტესტეს. შეკრებილების თქმით, ექიმებზე განხორციელებული ზეწოლა და მათი დაშინება საზოგადოებისთვის სახიფათო პრეცედენტია.

გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი (ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა) 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

შვიდივე ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, რის გამოც ექიმი ჩახუნაშვილი უშუალოდ სხდომათა დარბაზში დააკავეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჩახუნაშვილი „უსამართლობას არ შეეგუა“ და აპირებენ ბრძოლა „გამარჯვებამდე“ გააგრძელონ.

banner
წინა სტატიაშიმევლუდ მელაძე: არ არის აუცილებელი ყველას ჰქონდეს მართვის მოწმობა
შემდეგი სტატიატრამპი ირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს