გლდანის ციხეში დღეს პატიმარი გარდაიცვალა

გლდანის ციხეში დღეს პატიმარი გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ფაქტს ადასტურებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეც:

„სამწუხარო ფაქტი მოხდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, გლდანის დაწესებულებაში მოხდა და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარ ვიცნობდი მიხეილ სააკაშვილს, დღეს გავიცნობ – ხვიჩია
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, რომ ყველა პერსპექტივა მოვისმინოთ და გავაანალიზოთ თუ რა მდგომარეობაა პენიტენციურ დაწესებულებებში