გლდანის ციხეში 32 წლის პატიმრის ცხედარი იპოვეს

გლდანის ციხეში 32 წლის პატიმრის ცხედარი იპოვეს. უკრაინის მოქალაქე ეგორ გრეგენკო უსაფრთხოების სამსახურმა უგონო მდგომარეობაში ციხის საკანში ნახა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები ამ წუთებში ციხის პერიმეტრზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზზე ადვოკატს საუბარი უჭირს.

ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისუბარი – 20 რიგგარეშე არჩევნები რომ იყოს, მაინც წააგებენ
შემდეგი სტატიაალასანია – ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი შვილი იყოს თავისუფალი