გლდანის №18 დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

გლდანის №18 ციხეში 46 წლის პატიმარი გარდაიცვალა -გარდაცვლილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები, ახლიმან ახმედოვია.

ახმედოვი, შვილთან და ძმისშვილთან ერთად დაახლოებით ერთი თვის წინ, სამართალდამცველთათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.

ოფიციალური ინფორმაციით, 46 წლის პატიმრის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

„პაციენტი მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გადაყვანილ იქნა და მკურნალობდა შპს არქიმედეს კლინიკაში, ხოლო შემდეგ პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, დიაგნოზით: გულის უკმარისობა და მოციმციმე არითმია“- აცხადებენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიჰოლანდია რუსულ სპეცსამსახურებს МН-17-ის ფაილების მოპარვის მცდელობაში და კიბერშეტევაში სდებს ბრალს
შემდეგი სტატია„ეკონომიკურ-პოლიტიკური ელიტა რეალურად ჩამოშლილი და გარყვნილია”