გიზო სართანია: “ქართული ოცნება” ბინძური მეთოდებით გვებრძვის

14522376_1797564573861875_1964969072_o„საქართველოს პატრიოტა ალიანსის“ გამგებლობის კანდიდატმა შუალედურ არჩევნებზე, გიზო სართანიამ მმართველი პარტია პლაკატების ჩამოხევასა და ხელის შეშლაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან პარტიის ზუგდიდის ოფისში ბრიფინგი გამართა. სართანიას თქმით, ადგილობრივი მთავრობა ახალგაზრდებს ავალებს “პატრიოტთა ალიანსის” პლაკატების ჩამოხევას, გადაღებვას და საკუთარი პლაკატების გადაწებვას. ზემოთ აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი ფოტოსურათები გამგებლობის კანდიდატმა წარმოადგინა. მან კიდევ ერთხელ უარყო გუშინ გავრცელებული ინფორმაცია მის გადადგომასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ჭორებს უვრცელებენ.

„იყენებენ ყველა საშულებას და გვებრძვიან ბინძური მეთოდებით. ბავშვებს ავალებენ ღამის სამ საათზე, წვიმიან ამინდში იარონ მანქანებით და ხიონ ჩვენი პლაკატები. ჩვენ გვეგონა, რომ დაგვიპირისპირდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ შეიცვალა ვითარება და გვიპირისპირდება „ქართული ოცნება“,-აღნიშნა სართანიამ.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის უფროსი ლაშა გვასალია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მათ არ აქვთ ისეთი სიტუაცია, რომ მსგავს ხერხებს მიმართონ. მსგავსად ის პარტია იქცევა, რომელსაც დამარცხების ეშინია. „ვერ მივიღებ მსგავს ბრალდებებს, ხშირად ხევენ ჩვენს პლაკატებს. მე ვიცი, რომ ამას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, შეიძლება, სართანიას მხარდამჭერებიც აკეთებენ, იმიტომ, რომ შემდგომ ჩვენ წაგვიყენონ ბრალი“,-განაცხადა ლაშა გვასალიამ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა მასზე თავდასხმაში დაადანაშაულა, პოლიციას ჩაბარდა
შემდეგი სტატია“700 ბიულეტინი უნდა ჩაიყაროს და ქართულად არავინ არ უნდა ილაპარაკოს” – რა დავალება გასცა სუს-მა?