გივი თარგამაძის პასუხი ირაკლი კობახიძეს

გივი თარგამაძის პასუხი ირაკლი კობახიძეს – ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ პრემიერის განცხადებები და წლების წინ მომხდარი ამბის გახსენება, რომ 2016 წელს მისი მანქანა ააფეთქეს, საზოგადოების დაშინების მცდელობას ემსახურება.

გივი თარგამაძე “პირველებთან” ინტერვიუში მასზე თავდასხმის ფაქტს იხსენებს და აცხადებს, რომ მასზე განხორციელებულ ანგარიშსწორებაში რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები მონაწილეობდნენ.

“ეს ხალხი გამოუშვეს ციხიდან და გაუშვეს რუსეთში” – ამბობს თარგამაძე და ხაზს უსვამს, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ საქმის ეფექტური გამოძიებისთვის და თავდამსხმელების დასასჯელად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა.

ერთ-ერთი მიზანი აქვთ, რომ ზუსტად რაც იყო მაშინ მიზანი, ახლაც რომ დააშინონ ადამიანები წინასაარჩევნოდ, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე და ა.შ.. ამ ადამიანებს ხომ კონკრეტული სახელები და გვარები აქვს, ვინც არ უნდოდათ რომ დაეჭირათ, მაგრამ მოუწიათ. ყველა ამ ადამიანის ბმა იყო რუსეთი, ეს ხალხი გამოუშვეს და გაუშვეს რუსეთში”, – ამბობს გივი თარგამაძე.

საქართველოს პრემიერი სკანდალურ თეორიას ავითარებს – 4 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ იერიში ოპოზიციაზე მოიტანა და პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა გამორიცხული არ არის.

მთავრობის მეთაური ამტკიცებდა, რომ ამ სცენარის ავტორი რადიკალური ოპოზიციაა, მიზანი კი სიტუაციის არევაა.

კობახიძემ ასევე 2016 წელიც ახსენა, როცა მაშინდელი ოპოზიციონერი ლიდერი მანქანაში ააფეთქეს.

ცნობისთვის:

2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო, გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნება. იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ბორის ჩაგუნავა კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც 6-წლიანი პირობითი სასჯელით ჩანაცვლდა.
მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს წევრის გივი თარგამაძის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიების თანახმად, მისი აფეთქება ერთობლივად დაგეგმეს ქართულმა და რუსულმა სპეცსამსახურებმა. თარგამაძის თქმით, ამ ტერორისტული აქტის შემსრულებელი სამკაციანი ჯგუფი, წარსულში მკვლელობებში, ტერორისტული აქტების განხორციელებაში, ადამიანების გატაცებასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებში მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიეტყობა სისხლნაჟღენთები, დალურჯებები, ამბობს, რომ მასზე იძალადეს ავტოფარეხში-ირაკლი ეძგვერაძე იზოლატორში რჩება
შემდეგი სტატიაბერაძე: დაგვასანქცირონ, ძალიან გთხოვთ, რა