გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

14569866_1125713554131989_2118458128_nშსს-მ ენმ-ის წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

“გამოძიება დაიწყო შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. შემთხვევის ადგილზე მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი. უახლოეს მომავალში შევეცდებით, რომ საქმეზე დავადგინოთ ჭეშმარიტება. ამ ეტაპზე ფაქტის ირგვლივ სხვა კომენტარებს ვერ გავაკეთებ. ჩვენი პირველადი მონაცემებით, 3 ადამიანია დაშავებული, რომლებიც გადაყვანილები არიან სტაციონარში”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა.

თბილისში, კოლმეურნეობის მოედანთან ენმ-ის წევრის, გივი თარგამაძის მანქანა აფეთქშემთხვევის დროს თარგამაძე და მისი მძღოლი მანქანაში იმყოფებოდნენ.

აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

https://www.youtube.com/watch?v=EUpoolcH3KI&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) თარგამაძე: ეს ნამდვილად აფეთქებაა, დისტანციური მართვის პულტით განხორციელებული
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი სპეციალურ განცხადებას აკეთებს