გივი თარგამაძე: ზეზვა და მზია ბელკა და სტრელკა იყვნენ

ვენაცვალე სოფო კილაძეს. აკი იძახდა, აუცილებელია წილხვდომილების გაოფიციალურებაო. ეგ იყო და ლაზარეს აღდგომამაც არ დააყოვნა – გაცხადდა, რომ გალაქტიკაში მრავლად არს არსებები, რომელთა შინა ქართულითა ენითაი ჟამი შეიწირვის და ლოცვაი აღესრულების. და აი ალფა ცენტავრის წარგზავნილმა წილხვდომილის პრემიერის სახით მიმართა დედამიწელებს. ციფრებს ნუ წერთ – მიმართვის ტექსტში რიცხვები ლაზარეზე წაიკითხეთ და არსს ჩაწვდებით – ერთი, ოცდარვა, რვაათასი – ანუ, დედამიწელებო, დადგა პირველი კონტაქტის დრო. აქამდე ჩვენ გეხმარებოდით უჩუმრად, აწი თქვენი დახმარება გვჭირდება ჰამოდი ხუთი-ხუთი-ხუთი გალაქტიკის მზაკვრული გეგმების ჩასაშლელადო.
დიახ, ზეზვა და მზია ცენტავრელების ბელკა და სტრელკა იყვნენ. ბახტაძე 900 რვაათასი წლის წინ კეპლერ ორმოცდაშვიდზე წამოწოლილი პირველი მისიის მიერ გამოგზავნილ ახლადდაწურულ ღვინოს სვამდა. გლუვი კი, უბრალოდ, დედამიწელებისთვის საჩუქრად გამოგზავნილი მინერალია, რომელსაც არასწორი დანიშნულებით იყენებენ-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გივი თარგამაძე.

 

შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო, ესენია 1, 28 და 8 000, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა და საქართველოსთვის დასახელებული სამი რიცხვის მნიშვნელობა განმარტა.„პირველი რიცხვია 1. საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი. მეორე რიცხვია 28. ზუსტად ამდენი წელია, გავთავისუფლდით საბჭოთა კავშირიდან და დემოკრატიული განვითარების საკუთარ გზას დავადექით, როგორც დამოუკიდებელი ერი. მესამე რიცხვი, რომელზეც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, არის 8 000, ვინაიდან, მისი თქმით, სწორედ ამდენი წლის ისტორიას ითვლის ღვინის წარმოება საქართველოში.

banner
წინა სტატიაში,,სახელმწიფო არასოდეს მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პროექტისთვის დამაზიანებელი იქნება”
შემდეგი სტატიაეკონომიკის მინისტრის თქმით , „გაზპრომის“ დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება