გივი თარგამაძე თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც თარგამაძემ დაკითხვის დასულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა , საბოლოოდ საქმე სავარაუდოდ, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.
“ყველა შესაძლებლობა გამოძიების ხელთაა. ერთადერთი, მართლაც ნონსენსია ის, რომ იძიებს პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო. მაშინ, როცა ზუსტად ანალოგიურ შემთხვევას იძიებდა ქალაქის პროკურატურა. რეალურად ალბათ საბოოლოო ჯამში ყველაფერი მთავარმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, არ ვიცი აქამდე მივა თუ არა ეს ყველაფერი, მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა ის უნდობლობა, რომელიც გვაქვს, არის აბსოლუტურად მოტივირებული, გამომდინარე ყველა წინა შემთხვევიდან”, – განაცხადა თარგამაძემ.
გივი თარგამაძეს რამდენიმე საათი მის მიერ 5 დეკემბერს გაკეთებული განცხადების საფუძველზე კითხავდნენ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლებმა ერთ-ერთ ადამიანს “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და გადაცემა “არჩევნის” წამყვანის გიორგი გაბუნიას ცემა დაავალეს.

banner
წინა სტატიაში“ამორალური ქურდების დამცველი” (ვიდეო)
შემდეგი სტატიაიან კელი – ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს