ვინ არის ის ე.წ კანონიერი ქურდი, რომელიც ქურდულ გარჩევებს ატარებს ზუგდიდში

ზუდ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უსუსურობაში სდებს ბრალს. “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ გივი თარგამაძის ფეისბუქ-პოსტს.

“კანონიერი ქურდი ოთარიკ ზუგდიდსკი, იგივე ოთარ თენგიზის ძე ყალიჩავა. დაბადებული 1980 წლის 29 სექტემბერს. მიმდინარე წლის 29 აპრილს დეპორტირებულ იქნა რუსეთიდან საქართველოში. შსს-მ იმ საოცარი მოტივით, რომ ყალიჩავას ქურდობა შეჩერებული აქვს (არ ვიცი, ქვემოთმოყვანილი საიტის ინფორმაციას დაეყრდნენ, თუ რაიმე სათანადო ცნობა წარმოადგინა შემჩერებელი ქურდებისგან), ხსენებული პირი არ დააკავა. შესაბამისად, ის იმყოფება ზუგდიდში, საკუთარ სახლში, ენგელსის 126 ნომერში, სადაც არაფერს ამბობს ქურდობის შეჩერებაზე, ამტკიცებს საწინააღმდეგოს, იბარებს ადამიანებს და ატარებს ქურდულ გარჩევებს. გილოცავთ, შსს-ვ, თქვენ, ფაქტობრივად, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონიერი ქურდის კურთხევა მოახდინეთ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ან არ გადაამოწმოთ და აღიაროთ, რომ ეს აქტი წინასაარჩევნო საჭიროების გამო ჩაატარეთ” -წერს “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე:2016 წელს ერთი მილიარდი დოლარით შემცირდება ექსპორტი
შემდეგი სტატიასაქართველო ვიზალიბერალიზაციას 2016 წელს მიიღებს – იოჰანეს ჰანი