12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

გივი თარგამაძე – გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში

“გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული იყოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მიხარია, რომ თქვენ გხედავთ. მართლა გეუბნებით, ახალ წელზე ღრმად ჩასუნთქული ველოდებოდი თქვენი სეზონის განახლებას – მოახერხებენ, არ მოახერხებენ… მადლობა, რომ მოახერხეთ. ახლა უკვე, ამოვისუნთქე… იმდენად კრიტიკული მომენტი იყო. რადგან ახლა გაძელით, ესე იგი გაძლებთ.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული იყოს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვწყვეტთ ამას. ჯანმრთელობას ვუსურვებ იმ ხალხს, მხნეობა და გამძლეობა მინდა ვუსურვო.. რამხელა მხნეობა აქვთ, დიდი ხანია დაამტკიცეს. ამიტომ, ჯანმრთელობა და საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება. მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს თვეები გვგულშემატკივრობდა და განსაკუთრებით ჩემს ოჯახს ედგა გვერდში. კი, ჩემი ცოლიც, შვილებიც მებრძოლები გოგოები არიან ნამდვილად, მაგრამ უთქვენოდ ბევრად გაუჭირდებოდათ და ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ, მიყვარხართ ყველა“, – განაცხადა თარგამაძემ.

შეგახსენებთ, პოლიტიკოსი გივი თარგამაძე პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა – მან რუსთავის მე-12 პენიტენციური სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.

banner
წინა სტატიაშიგოგა გულორდავა დღეიდან 6 წელი ComCom-ის წევრია
შემდეგი სტატიაბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან