გივი თარგამაძე: ღმერთო შენ გვიშველე! …ვახ, გლუვტვინიანო…

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე სტუდენტების მიერ ისრაელის სალჩოსთან გამართულ აქციას გამოეხმაურა:

“ღმერთო შენ გვიშველე! 21-ე საუკუნეში, თბილისში, ისრაელის საელჩოსთან ქართველი სტუდენტები იცავენ ტერორისტული ორგანიზაცია ხამაზის, როგორც არჩეული მთავრობის და პალესტინის უფლებებს! შეგახსენებთ, რომ ეს სტუდენტები არ აპროტესტებენ საქართველოს ოკუპაციას და არ იცავენ სიტყვის თავისუფლებას და რ2-ს. ეს იდეა კი ამ ბავშვებს რუსული ფულის გარეშე ნამდვილად არ მოუვიდოდათ. სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ამ დროს ჩემი ხმის ნიმუშს აანალიზებს, უსაფრთხოების საბჭო საზღვარზე აზიელ და აფრიკელ მოქალაქეებს აბრკოლებს, პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა ოპერატიულად დეკემბერში მოიწვია… ვახ, გლუვტვინიანო…”,- წერს გივი ტარგამაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სტუდენტებმა დღეს ისრაელის საელჩოს წინ მშვიდობიანი აქცია გამართეს ლოზუნგით “თავისუფლება პალესტინას!”.

“ჩვენ ვგმობთ ისრაელის აგრესიას პალესტინელი ხალხის მიმართ, კერძოდ, ღაზას სექტორში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით”- აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

banner
წინა სტატიაშიარის თუ არა შესაძლებელი ევროპაში პარიზის ტრაგედიის განმეორება
შემდეგი სტატიაბრიჯიტ ბრინკი: თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ღია მედია გარემოს არსებობა