გივი თარგამაძე : ეს არის გასაიდუმლოებული ინფორმაცია, რომლის გასაჯაროების უფლება არ გქონდათ

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე შსს-ს მიერ დიდი რაოდენობით იარაღის აღმოჩენის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების უფლება შსს-ს არ ჰქონდა, ვინაიდან თარგამაძის ინფორმაციით, იარაღი სამოქალაქო თავდაცვისთვის იყო განკუთვნილი:
“ეს არის გასაიდუმლოებული ინფორმაცია, რომლის გასაჯაროების უფლება არ გქონდათ. მით უმეტს აღმოჩენა. ეს იარაღი დარწმუნებული ვარ, იყო განკუთვნილ მტრის შემოჭრის და სახელმწიფოს სრული ოკუპაციის შემთხვევაში რომ იბრძოლოს სპეციალურად გამოყოფილმა რაზმმა ქვეყნის სხვადასხვა წერტილში, ოკუპანტის წინააღმდეგ. ეს იარაღი იყო სამოქალაქო თავდაცვის ნაწილი თქვენ კი ვითომ აღმოაჩინეთ და კიდევ ერთხელ დაასუსტეთ თქვენი ქვეყანა” აცხადებს გივი თარგამაძე.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე ირაკლი ყიფიანს – თქვენ იმდენს გამომრჩებით, საარჩევნო რეგისტრაციას შეგიჩერებენ უკანონო ფინანსური ნაკადების გამო
შემდეგი სტატიაბურჭულაძე: ქართული ოცნების შექმნილ 4-წლიან პანაშვიდზე გავიცინო თუ არა, არ ვიცი