გივი თარგამაძე ელისო კილაძეს პასუხობს

ელისო კილაძის სკანდალურ ინფორმაციას, რომ უკრაინის გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოს წინა შაბათს გივი თარგამაძე დაუკავშირდა და „საკმაოდ სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ, მიხეილ სააკაშვილზე კომპრომატების გადაცემა შესთავაზა, გივი თარგამაძის მხრიდან მყისიერი რექცია მოჰყვა.

ჰოო, შორს გაუფრენია ქალბატონს ჩიტები… იური ლუცენკოს ძალზე დიდი ხანია ვიცნობ, ვმეგობრობ და ამის მიუხედავად, ვიცი რა რუსულ-სუსური წვდომა ჩვენს საერთაშორისო საუბრებსა და მიმოწერაზე, ვიცეპოლკოვნიკ ცერცვაძის გათავისუფლებაზე მთელი ჩვენი მიმოწერა თავად გავასაჯაროე, რამე კუდი რომ არ გამოებათ. სრულებით არ ვთვლი, რომ სააკაშვილთან ჩემი ერთობლივი მოღვაწეობა კომპრომატებს შეიცავს, ამდენად, გადასაცემი არაფერი მაქვს, გაიხმეთ ჩიტები:) მესმის, ადამიანი გასაჭირშია, მაგრამ არ მგონია, რომ გამოსავალი “უკრაინულ ვიკილიკსს” დამსგავსებაში უნდა ეძებოს. შაბათიო… კვიპროსი… რუსების ძებნა რა ვთქვი, მეექვსე წელი ლიტვის გარდა ვერსად რომ ვერ დავდივარ, თორემ ეწვეოდა ერთ შაბათსაც კაცი კვიპროსს… ძველ მეგობრებთან ერთად ჭიქა ღვინოზე ძველ ამბებს გაიხსენებდა… ზღვაში ჩამავალი მზის უკანასკნელ სხივზე მოფარფატე ჩიტს გახედავდა და ჩუმად წაიბუტბუტებდა – ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო-აცხადებს გივი თრაგამაძე.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ „ფეისბუქში“ სკანდალურ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც კილაძე წერს, უკრაინის გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოს წინა შაბათს გივი თარგამაძე დაუკავშირდა და „საკმაოდ სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ, მიხეილ სააკაშვილზე კომპრომატების გადაცემა შესთავაზა.“
„ლუცენკოს წარმომადგენელი ფულზე და კომპრომატებზე დეტალების დაზუსტებისათვის თარგამაძეს ან რომელიმე ევროსაქს კვიპროსზე უნდა შეხვდეს ამ კვირაში. მიაწვდინეთ ვინმემ ხმა იური ლუცენკოს – გაშიფრულია გარიგება !! p.s.გივი თარგამაძეზე კომენტარი არ მაქვს… ახია მიშაზე!“ წერს კილაძე.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ექს-პრემიერმა ვალსმა მისი პარტიის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატიალუცკში პოლონეთის საკონსულოს ნაღმმტყორცნიდან ესროლეს