გივი თარგამაძე ე.წ. საგამოძიებო კომისიამ დაიბარა-ის სხდომაზე მისვლას არ აპირებს

გივი თარგამაძე ოლიგარქის პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიიწვიეს, თუმცა ის მისვლას არ აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად თარგამაძე ავრცელებს.

“ეს კომისია რომ შექმენით, მაშინვე დავწერე, ჩემდა თავად მანდ მიმსვლელის დედაცო. ახლა დილაადრიან ფოსტას რომ მოსაწვევი მოატანინეთ, რა იფიქრეთ, საკუთარ დედას პატივს აღარ სცემსო? იმისი არ იყოს – ახლა ეს რომ მოიყვანეთ, ამ ქვევრს რა, შეეშინდებოდა და ყელი გაუგანიერდებოდაო? ამ რუსის ქალის პირადი წერილის საფუძველზე შექმნილ კომისიაზე მოვიდე? მაგ ინტერვიუს მერე რუსებმა ძებნაში რომ გამომაცხადეს, სობარ სუზარი საჯაროდ სწუხდა – რადგან, სამწუხაროდ, საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი არ გვაძლევს გადაცემის უფლებას, ეგებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ჯგუფი შემოვუშვათ და აქ, ადგილზე დაკითხონო. ახლა უნდა, მაგათი შედგენილი კითხვარით თავად დამკითხოს? ხო, მართლა, ადამიანის უფლებები მე არ მებარა, მაგას ებარა, მანდ გიზით და რამე თუ გაინტერესებთ, მაგას ჰკითხეთ. უსაფრთხოება ებარა შრომის ინსპექციას, მე უშიშროება მებარა, გენიოსებო. ამაფეთქეთ. თქვენი ხელიდან მკვდარი ვარ. ხო და მაგ კომისიაზე თეფში დაატრიალეთ, ეგებ ჩემი სული გამოგეცხადოთ, თან თქვენს მთავარ ჩეჩმას უყვარს ეგეთი რაღაცები”, – წერს თარაგამაზე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – მამუკა ხაზარაძემ ძალიან კარგად იცის თავისი წარსული, მას კონკრეტული როლი და ფუნქცია ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა