გივი თარგამაძე დავით გერლიანის საქმეზე დაიკითხება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ”კანონიერი ქურდობისა” და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანის საქმეზე დაიკითხება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა:

”დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, მათ შორის ბატონი გივი თარგამაძის ჩვენება. შესაბამისად, ის მოწვეული იქნება სასამართლო სხდომაზე, რათა გამოკვლეული იქნას მხარეთა მიერ გივი თარგამაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომელიც საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ეხება”, – განაცხადა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაშილელა ჩიქოვანი ფინეთის თავდაცვის ძალების მეთაურს შეხვდა
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგების გამოცდის შედეგებში პრობლემას ვერ ხედავს