გივი თარგამაძე, რომელსაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. გივი თარგამაძეს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში, ხელბორკილები დაადეს – პოლიტიკოსს მალე რუსთავის ციხეში გადაიყვანენ.
პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ თეა წულუკიანმა რუსეთის დაკვეთა შეასრულა მასზე ჯერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით და შემდეგ მისი ციხეში გაშვებით.
თარგამაძემ მედიასთან საუბარისას ასევე გაიხსენა, თუ როგორ სურდა “ხალხის ძალის” ლიდერს, სოზარ სუბარს ადრე მისი რუსეთისთვის გადაცემა.
უნდოდათ აფეთქება, ამაფეთქეს, მაგრამ ამის შიშით რაღაცების არგაკეთება არ გამოვა. სოზარ სუბარი თავის დროზე ამბობდა, რომ ვერ გადავცემთ სამწუხაროდ რუსეთს, იმიტომ რომ საკონსტიტუციო ჩანაწერი არსებობს, რომელიც უკრძალავს საქართველოს საქართველოს მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას, მაგრამ იქნებ შემოვუშვათ აქ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ჯგუფი და იქნებ აქ დაკითხონო. მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის დაკვეთაა. გავიხსენოთ, ამაფეთქეს კიდევაც რუსებმა, ამიტომ მაქვს უფლება რომ მეგონოს”, – თქვა პოლიტიკოსმა.
თარგამაძე არის მთავარი მოწმე ჰააგის სასამართლოში, სწორედ მისი ჩვენების შემდეგ გაიცა მან მისცა ჩვენება აგვისტოს ომზე და მისი ჩვენების საფუძველზე გაიცა დაკავების 5 ორდერი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ მაშინ თეა წულუკიანმა ეს გამარჯვება საკუთარ თავზე მიიწერა, ახლა კი ოკუპანტი სახელმწიფოს დაკვეთით ციხეში გაუშვა.
ჰააგის სასამართლოში ის ორდერი რაც გაიცა, საუბარია 5 ორდერზე. ჩემი ჩვენების საფუძველზე არის გაცემული. რა თქმა უნდა, ეს ხალხი არ დაუკავებიათ, უბრალოდ აქედან ორო, ბორისევი და ჩოჩიევი უფლის არეალში მოექცნენ – სული ამოხდათ. ცინიზმია, რომ მაგ ჰააგაში გამარჯვება, წულუკიანმა, როგორც იუსტიციის მინისტრმა თავის გამარჯვებად გამოაცხადა და ახლა აქეთ გვაწვებიან”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებობის გამო 7 თვიან პატიმრობაში არის კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფერდათ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც.