21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

გივი მიქანაძე: თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელი წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან

თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელი წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან და მას მხოლოდ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმის წესის დაცვა მოეთხოვება,– აცხადებს მინისტრი გივი მიქანაძე.

,,თითოეული ასეთი შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად ბავშვის ჯანმრთელობისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში თუ მშობელი ვერ ასაბუთებს რატომ ამბობს მოსწავლე უარს სასკოლო ფორმის ტარებაზე, საკითხი დარეგულირდება სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თითოეული შემთხვევა განიხილება სკოლაში მოქმედი წესებისა და დისციპლინური პროცედურების ფარგლებში, მოსწავლის საუკეთესო ინტერესისა და აღმზრდელობითი მიდგომების გათვალისწინებით”,- ამბობს გივი მიქანაძე.

მისივე ცნობით, პირველკლასელებისთვის სასწავლო ფორმების შეძენა პირველი სექტემბრიდან დაიწყება.

banner
წინა სტატიაში“კოალიცია ცვლილებისთვის”: პროკურატურად წოდებულმა უწყებამ, უკანონოდ, ბრალი წარუდგინა პარტია ,,ახალის” წევრს, ცოტნე მირცხულავასა და პარტიის თანათავმჯდომარის დაცვის წევრს, გაბრიელ კობაიძეს
შემდეგი სტატიასირიაში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზებს სირია გააკონტროლებს