გივი მიქანაძე სომხეთში ახალგაზრდების მიერ დაწყებულ სამეწარმეო საქმიანობას გაეცნო

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი გივი მიქანაძე სომხეთში ვიზიტის ფარგლებში ქალაქ დილიჟანსა და ვანაძორში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და Mercy Corps-ის მიერ განხორციელებული ახალგაზრდების სოციალური სტარტაპების მხარდაჭერით დაწყებულ სამეწარმეო საქმიანობასა და შედეგებს გაეცნო.

ვიზიტში საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს და ახალგაზრდული სოციალური საწარმოების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას და გამოცდილებას უცვლიან ახალგაზრდა სომეხ მეწარმეებს. იგეგმება საქართველოში იმავე პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი ახალგაზრდული სოციალური საწარმოების მონახულება მარნეულში, რუსთავსა და თბილისში.

სომხეთში ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის ახალგაზრდობისთვის (EU4Youth) ინიციატივის ფარგლებში, Mercy Corps-ის მიერ განხორციელებული პროექტის „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“ ორგანიზებით.

banner
წინა სტატიაშიგენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიანოვოფედოროვკაში აფეთქებების შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვია – ყირიმის ჯანდაცვის მინისტრი