10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

განათლების სამინისტროს ცნობით, მიქანაძე ნიუ იორკში, გაერო-ს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმზე (2026 ECOSOC Youth Forum) სიტყვით გამოვა.

„ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე შეხვდება ევროპული სახელმწიფოების განათლებისა და მეცნიერების სფეროს ლიდერებსა და გაერო-ს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.

მინისტრი პენსილვანიის წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრს ეწვევა. ასევე, აშშ-ში მოქმედი საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გააცნობს.

გივი მიქანაძე ორმხრივ ფორმატში შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და განათლების სახელმწიფო დეპარტამენტში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიხორბლის გლობალური მარაგები 1.5 მლნ ტონით გაიზარდა
შემდეგი სტატიალევან მაჭავარიანი ქართულ-ირანულ კავშირებზე Fox News-ის სტატიას ეხმაურება