33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

გივი მიქანაძე: რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ჯგუფები ცდილობენ, დააზიანონ განათლების რეფორმის პროცესი

ვხედავთ, რომ კონკრეტულ პირებსა და ჯგუფებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რადიკალურ ოპოზიციასთან, აგენტურასთან, მიზნად აქვთ დასახული, მაქსიმალურად დააზიანონ პროცესი, რომელიც უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმასთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი წლის მანძილზე, რაც რეფორმები დაანონსდა, ვხედავთ თავდასხმებს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე.

„მათ ძალიან კარგად იციან, რა მოდელია გავრცელებული იმ ქვეყნებში, სადაც უფასო სწავლებაა უზრუნველყოფილი. ისიც იციან, რომ მინიმალური სტანდარტის მოთხოვნაა მეორე სემესტრის შემდეგ, იმისთვის, რომ 100 პროცენტიანი დაფინანსება გაგრძელდეს. ამიტომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რათა საზოგადოებაში გამოიწვიონ არასწორი აღქმები, საზოგადოებას შეუქმნან განცდები, თითქოს ხელისუფლება მას არასწორ დაპირებებს აძლევს. ამავდროულად, მათი მიზანია, ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. არც მეტი, არც ნაკლები, იმ ადამიანების, ვინც მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, მიზანია სწორედ პოლიტიკური კონტექსტი, რეფორმის დაზიანება, რადგან ამ ადამიანებს თუ რამე აშინებთ, ერთ-ერთია ის უმნიშვნელოვანესი, ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც მიზანმიმართულად ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა მიქანაძემ.

banner
წინა სტატიაშიAxios – ტრამპი ირანში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს
შემდეგი სტატიანეაპოლის მახლობლად 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა