27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

გივი მი­ქა­ნა­ძე: ქი­მი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ყდა­ზე იქ­ნე­ბა და­ტა­ნი­ლი ქარ­თუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ღვი­ნის და­წურ­ვის პრო­ცე­სი

ცვლილებები, რომელიც სასკოლო წიგნების ვიზუალს შეეხება – რა დეტალებზე საუბრობს განათლების მინისტრი
წიგ­ნე­ბის ყდებ­ზე იქ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ვი­ზუ­ა­ლე­ბი – ქი­მი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ყდა­ზე იქ­ნე­ბა და­ტა­ნი­ლი ქარ­თუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ღვი­ნის და­წურ­ვის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ქი­მი­ურ პრო­ცეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ფი­ზი­კის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ზე გვექ­ნე­ბა და­ტა­ნი­ლი ელ­გუ­ჯა მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლის უდი­დე­სი გა­მო­გო­ნე­ბა – კოს­მოს­ში პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი თა­ნამ­გზავ­რის გაშ­ვე­ბა. იგი­ვე კონ­ცეფ­ცია გავ­რცელ­დე­ბა სხვა წიგ­ნებ­ზე, – ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრმა, გივი მი­ქა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მთა­ვა­რი ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლია ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ინ­ტეგ­რი­რე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. რო­გორც გივი მი­ქა­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ეს კარ­გად ჩანს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბულ დო­კუ­მენ­ტში.
„სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის რე­ფორ­მა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტია – 2028 წლის 15 სექ­ტემ­ბრამ­დე ჩვენ ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და STEM მი­მარ­თუ­ლე­ბის საგ­ნებ­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი გვექ­ნე­ბა.

ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ერთი და იგი­ვე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო იქ­ნე­ბა ერ­თსა და იმა­ვე სა­ფე­ხურ­სა და სა­გან­ში, რო­გორც სა­ჯა­რო ასე­ვე კერ­ძო სკო­ლებ­ში.

ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ცეს­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი მარ­თლაც წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, შე­სა­ბა­მი­სი დარ­გე­ბის მი­ხედ­ვით. შე­დე­გად, ახა­ლი სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბის­თვის პირ­ველკ­ლა­სე­ლებს, მე-7 კლა­სე­ლებ­სა და მე-10 კლა­სე­ლებს ექ­ნე­ბათ უკვე ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კონ­ცეფ­ცია სრუ­ლად იც­ვლე­ბა. წიგ­ნე­ბის ყდებ­ზე იქ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ვი­ზუ­ა­ლე­ბი. მარ­ტივ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ – ქი­მი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ყდა­ზე იქ­ნე­ბა და­ტა­ნი­ლი ქარ­თუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ღვი­ნის და­წურ­ვის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ქი­მი­ურ პრო­ცეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. უკა­ნა ყდა­ზე კი ამ პრო­ცე­სის აღ­წე­რა იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ფი­ზი­კის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ზე გვექ­ნე­ბა და­ტა­ნი­ლი ელ­გუ­ჯა მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლის უდი­დე­სი გა­მო­გო­ნე­ბა – კოს­მოს­ში პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი თა­ნამ­გზავ­რის გაშ­ვე­ბა. იგი­ვე კონ­ცეფ­ცია გავ­რცელ­დე­ბა სხვა წიგ­ნებ­ზე.

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში შე­ვი­ტა­ნეთ 500-ზე მეტი სრუ­ლი­ად ახა­ლი ილუსტრა­ცია, რო­მე­ლიც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა წიგ­ნებ­ში და რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ძეგ­ლებს. ეს ეროვ­ნუ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი შე­მოგ­ვაქვს იმის­თვის, რომ ჩვენ­მა შვი­ლებ­მა იცოდ­ნენ რა სა­გან­ძუ­რი აქვს ჩვენს სამ­შობ­ლოს”, – გა­ნა­ცხა­და გივი მი­ქა­ნა­ძემ.

მი­ნის­ტრის თქმით, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის სა­კი­თხი ერთ-ერთ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენ­და, სწო­რედ ამის შე­სა­ბა­მი­სად, სა­მი­ნის­ტროს მიერ მი­ღე­ბულ იქნა კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი.

„მშობ­ლებ­თან შეხ­ვედ­რებ­ზე სა­უბ­რი­სას ყვე­ლა ამ­ბობ­და, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლოა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით, რად­გან ხე­დავს – ერთი სკო­ლი­დან მე­ო­რე­ში გა­დას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, იგი­ვე სა­გან­ში, იგი­ვე სა­ფე­ხურ­ზე, მოს­წავ­ლეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ხვდე­ბა. სხვა მე­თო­დო­ლო­გი­ით სწავ­ლე­ბა კი იწ­ვევს ბავ­შვში დაბ­ნე­უ­ლო­ბას და მისი სწავ­ლის შე­დე­გი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან მცირ­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, მი­ვი­ღეთ კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მჯე­რა ძა­ლი­ან მალე და­ვი­ნა­ხავთ შე­დეგს”, – აღ­ნიშ­ნა გივი მი­ქა­ნა­ძემ.

banner
წინა სტატიაშილემონჯავა: რაც არ უნდა დიდ სიბინძურეზე წავიდეს რეჟიმი, ვერცერთ ეპიზოდში ჩვენგან აღიარებას ვერ ეღირსება
შემდეგი სტატიასააკაშვილი: გილაურების შემოყვანა იყო ძალიან მძიმე შეცდომა