32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ანკარაში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრა.

„ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ეწვევა ანკარისა და ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტებს, სადაც ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება.

გივი მიქანაძე ასევე ესტუმრება ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკურ ანატოლიურ ლიცეუმს“,- აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა
შემდეგი სტატიალანჩხუთის “გურიამ” “დინამო თბილისი” დაამარცხა და დავით ყიფიანის თასის მერვედფინალში გავიდა