გივი კუბლაშვილი: კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, პანორამა თბილისთან კავშირში არ არის

დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის, გივი კუბლაშვილის განცხადებით, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, “პანორამა თბილისთან” კავშირში არ არის.

როგორც გივი კუბლაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა თბილისელებს გამოადგება.

„რაც შეეხება ხეების გაჩეხვას, ამ მომენტისთვის 394 ხეა გჩეხილი, რომელზეც დღეისთვის მიმდინარეობს სამუშაოები.თბილისს ბევრი ტერიტორია შემოუერთდა, რომელიც სწრაფად ვითარდება. იმისათვის, რომ საცობების პრობლემა მოგვარდეს, საჭიროა ამ გზის მშენებლობა. კონტრაქტით ეს გზა უნდა დასრულდეს აგვისტოს ბოლოს. კონკრეტულად გზის ეს მონაკვეთი გატვირთას ამაღლების ქუჩას. ამ ქუჩას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ ეს გზა საჭირო და აუცილებელია”, – განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური უფროსმამ გივი კუბლაშვილმა კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთი დაათვალიერა. გზის აღნიშნული მონაკვეთი აგვისტოში უნდა დასრულდეს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება შეძლებისდაგვარად შემჭიდროებულ ვადაში იქნება მიღებული
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: ეს ქვეყანა არავის საკუთარი ეზო არ არის