გივი ბერიკაშვილის დღეს საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ

მსახიობ გივი ბერიკაშვილს დღეს, 15:00 საათზე, საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

გარდაცვლილს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გადაასვენებენ, სადაც 12:00 საათზე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი, ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი კლინიკა “მედი ქლაბში” ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

გივი ბერიკაშვილს 12 მაისს, 84 წელი შეუსრულდებოდა.

banner
წინა სტატიაში“ებობრჯით ბოშ არძაქ… მანგარ დაძაბულობა რე” „დოჩი“ „ნანუკას შოუში“
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა