გიუმრის რუსეთის სამხედრო ბაზის სამოქალაქო მოსამსახურეები გაიფიცნენ

სომხეთში, ქალაქ გიუმრიში განლაგებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ასამდე სამოქალაქო მოსამსახურემ გაფიცვა გამოცხადა და სამსახურში არ გამოცხადდა. ისინი მოითხოვენ 3 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას.
გაფიცულებს დღეს სურდათ სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, თუმცა უშედეგოდ.
„ჩვენ არ ვმათხოვრობთ, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ ანაზღაურებას“, – აცხადებენ გაფიცულები.
გიუმრიში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეები კონტარქტით ემსახურებიან რუსეთის სამხედრო ბაზის საცხოვრებელ კომპლექსს. ისინი შიშობენ, რომ მომავალში მათ უარს ეტყვიან სამსახურის გაგრძელებაზე.

banner
წინა სტატიაშიდამცველმა დაადგინა, რომ ვეგან კაფე „კივის“ თანამშრომლები დისკრიმინაციას დაექვემდებარნენ
შემდეგი სტატიადააკავეს ტერორისტი გაჯი თურმაქი