გიული ალასანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – დიდი მადლობა მათ, მე პირადად სხვა მოწოდებას ველოდებოდი, საავადმყოფოში რომ გადაიყვანონ და მიხედონ

დიდი მადლობა მათ, მე პირადად სხვა მოწოდებას ველოდებოდი, – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ის ელოდა, მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

ამასთან გიული ალასანია აღნიშნავს, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული კადრები არ უნახავს.

“არ მინახავს კადრები, კარგს რომ არაფერს გამოაქვეყნებდნენ ვიცი. რა უნდა ვთქვა? არ მინახავს”,- აღნიშნავა გიული ალასანია.

კითხვაზე, თუ რას ეტყოდა შვილს ასე უპასუხა: “არაფერს”.

banner
წინა სტატიაშისაქალაქოში 15 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი სასამართლო ჩაინიშნა
შემდეგი სტატიავინ ხართ ხალხო საერთოდ, ან სად გაიზარდეთ ან რა გინდათ ამ ცხოვრებისგან – ნიკა სიმონიშვილი კადრებზე