გიული ალასანია – სასაცილოა ეს საქმე, ყველა პრეზიდენტს ეკუთვნის რაღაც, რასაც ახმარს ამ საქმიანიანობას

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი სასაცილოა.

როგორც ალასანიამ სასამართლო პროცესზე შესვლამდე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრული საქმეები არასერიოზულია.

„სასაცილოა ეს საქმე, რადგან ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, რომ ჰქონდეს რაღაც, რასაც ახმარს ამ საქმიანიანობას. რაზეა საუბარი, კაჩინსკის ყვავილებზე, ვაცლავ ჰაველის ყვავილებზე. ასეთ რაღაცებზეა საქმე აღძრული. რა უნდა ილაპარაკო ამაზე. დღეს დავესწრები პროცესს“, – განაცხადა ალასანიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომას დაესწრება თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე კოჭლამაზაშვილმა პირველ არხს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პირდაპირი ტრანსლირების უფლება არ მისცა
შემდეგი სტატიაჟურნალისტების ნაწილს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დასასწრებად არ უშვებენ