გიული ალასანია პატრიარქს შეხვდა

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. როგორც ალასანია ფორმულასთან ამბობს, შეხვედრის ინიციატორი თვითონ იყო.

“მე ვიცი, რომ მისთვის არაა სულერთი ჩემი შვილის მდგომარეობა და ჩემს შვილს ყოველთვის აქვს უწმინდესის იმედი. ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა ეს შეხვედრა. იყო პატრიარქი, სამღვდელოებთან ერთად, რომლებიც ზრუნავენ მასზე, ვილაპარაკეთ საერთოდ, ზოგადად, რომ საქართველოში როგორი ტრადიცია იყო, რომ სიცოცხლე ძალიან ფასობდა… ასეთი თემები”, – ამბობს გიული ალასანია.

banner
წინა სტატიაშიანა ფოტიგა – ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მივიღე
შემდეგი სტატიარეჟისორი ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა