გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე: ძალიან ვღელავდი გუშინ, ვრცელი გამოსვლა ჰქონდა, გაძლო და ფეხზე იდგა, იმედია, რომ ხვალაც იგივე მოხდება

გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი განწყობილია, რომ ხვალინდელ სასამართლოს დაესწროს და ამისთვის ემზადება კიდეც. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტი ძირითადად ზის:

“ძალიან ვღელავდი გუშინ, ვრცელი გამოსვლა ჰქონდა, გაძლო და ფეხზე იდგა, იმედია, რომ ხვალაც იგივე მოხდება. ჩემთვისაც გუშინდელი მაგის გამოსვლა იყო საინტერესო, ბევრი რამე ისეთი გავიგე, რაც არ ვიცოდი. ვფიქრობ, რომ გამოსვლის შემდგ დეტალების მოსმენის შემდგ, რაც 7 ნოემბერთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მე მგონი შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს.” განაცხადა გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშირატომ უნდა მიმართოთ ექიმს კოვიდინფიცირებიდან 8-10 დღის განმავლობაში – ცერცვაძის განმარტება
შემდეგი სტატიაპარლამენტმა შსს-ს მომზადებული ორი კანონპროექტი დაამტკიცა, რომლებითაც​ ნარკორეალიზატორების მიმართ სასჯელი მკაცრდება