გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე – სიცხე აქვს, ალბათ, დამატებთ გამოკვლევებს ჩაუტარებენ – წონაში იკლებს

ისეთი მაღალი სიცხე არ აქვს, მაგრამ სიცხე აქვს – გამხდარია, წონაში იკლებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედიში“ სააკაშვილი მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას ალასანიამ აღნიშნა, რომ მას, სავარაუდოდ, ანთება აქვს და ალბათ, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება.

როგორც გიული ალასანიამ განაცხადა, მათი საუბრის თემა უცხოელი ექიმების საქართველოში ჩამოსვლა იყო.

„ისეთი მაღალი სიცხე არ აქვს, მაგრამ სიცხე აქვს. რაღაც ანთებითი პროცესია და ალბათ, დამატებით გამოკვლევებს გაუკეთებენ ამასთან დაკავშირებით.

გამხდარია, წონაში იკლებს. როცა მივედი, მაშინაც იწვა, მაგრამ მერე ნელ-ნელა ადგა და გადმოვიდა სავარძელზე.

ერთადერთი ჩვენი საუბრის თემა იყო ექიმები, რომლებიც უნდა ჩამოვიდნენ, როდის ჩამოვლენ, – ყველაზე აქტუალური ახლა ეს არის ჩვენთვის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ უკრაინას კიდევ 4 Gepard-ი და საბრძოლო მასალა გადასცა
შემდეგი სტატიაშოიგუმ რუს სამხედროებს უკრაინაში გამოჩენილი „მამაცობისთვის“ მედლები გადასცა