გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე – მთელი დღე სუსტად იყო და იწვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი წინა დღეებთან შედარებით დღეს თავს უფრო სუსტად გრძნობდა.

როგორც გიული ალასანიამ კლინიკა “ვივამედში” მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს ღებინება, სისუსტე აქვს და ძირითადად, წოლით რეჟიმზეა.

“მისი კარგად თუ ცუდად ყოფნა მაინც კვებასთან არის დაკავშირებული, არ მგონია, რაღაცას ეწყინა. ცუდად ჩანს, კარგად ვერ იყო. მთელი დღე სუსტად და იწვა. მე რომ შევედი, ხანდახან რაღაცას მეუბნებოდა, ძირითადად ჩუმად იყო, ტელევიზორს უყურებდა. ექიმებმაც ვერ მითხრეს, მარტო ის მითხრეს, რომ კარგად არ იყო და რატომ, არ ვიცი. კვება დიეტურია როგორც წესი, ცვლილება არ ყოფილა. ძირითადად წევს. თავს იმედიანად გრძნობს. მეც ველოდები, რომ რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, -განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უცხოელი ექიმების ჩართვას, გიული ალასანიამ დაადასტურა, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

” ჩვენ უცხოელ ექიმებს ველოდებით, რამდენადაც ვიცი, მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს” , – განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, ოჯახი კვლავ მოითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

banner
წინა სტატიაში„ლელო“ – ევროპულმა კავშირმა გადადო განხილვა, რათა თავიდან აეცილებინა საქართველოსთვის კანდიდატობაზე კიდევ ერთხელ უარის თქმა, რაც პირდაპირი მინიშნებაა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებს სტატუსს ივანიშვილის ოლიგარქიული მთავრობის პირობებში
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ირაკლი ხომასურიძე თავდებობით გაათავისუფლეს