გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლებას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილის ნახვას და ციხეში მასთან შეხვედრას დედა, გიული ალასანია ითხოვს და მას შესაბამისი მიმართვაც დაწერილი აქვს, თუმცა როგორც ირკვევა, ამ დრომდე არ მისვლია პასუხი, მიეცემა თუ არა შვილთან შესვლის შესაძლებლობა.

კახა კუჭავას გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატებს აღარ უშვებენ. მესამე პრეზიდენტი სრულ იზოლაციაშია და ერთადერთი საშუალება დაამყაროს კონტაქტი გარესამყაროსთან, ადვოკატები არიან.

ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე: სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურება გაეწევა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – პოლიტსაბჭოზე შევიკრიბეთ, რათა სასწრაფოდ მივიღოთ გადაწყვეტილება ორ საკითხზე