გიული ალასანია – მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, ძირითადად იწვა, ბევრი არ გვისაუბრია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავს ისევ სუსტად გრძნობს და ძირითადად, წოლით რეჟიმზეა.

„რამდენადაც ვიცი, გასტროსკოპია გაუკეთდა. სუსტად არის, დაწოლილი იყო. წინა დღეებში კარგად არ იყო, საკვები ვერ მიიღო და ალბათ, ამიტომ გახდა საჭირო. ახლა თავს სუსტად გრძნობს, ძირითადად იწვა. ბევრი არ გვისაუბრია“, – განაცხადა ალასანიამ.

ის ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უცხოელი ექიმების ჩართულობა მეტი დამაჯერებლობისთვის არის საჭირო.

„იმიტომ კი არა, რომ პირადად არ ვენდობი ჩვენს ექიმებს, ვენდობი, მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის, ალბათ, სჯობს, რომ იყოს კიდევ რამდენიმე“, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიდღევანდელი შემაშფოთებელი კადრები ვინიცადან არის იმის დასტური, რომ რუსეთი ბარბაროსობას არ შეაჩერებს – კლიჩკო
შემდეგი სტატია29 ივლისიდან ფოთის ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას