გიული ალასანია: ძალიან ეჩქარება, გამოვიდეს იქიდან ბოლოს და ბოლოს და იყოს თავისუფალი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ნორმალური გამოკვლევა სჭირდება.

„თვითონ რასაც ხედავს და რაც მე მითხრა, აუცილებელია, მას ჩაუტარდეს ნორმალური გამოკვლევა. მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა უნდა გაკეთდეს. დამანახა ხელი, ტრემორი არის ნამდვილად. დანარჩენი მომიყვა. აქვს უძილობა, თავის ტკივილი, ფეხების, ხელების დაბუჟება. არიან ექიმები. ნევროლოგი იყო მოსული. ძალიან კმაყოფილი დარჩა ჩემი შვილი მასთან ურთიერთობით. მანაც დაუმატა მედიკამენტი. იმანაც იგივე თქვა, სჭირდება გამოკვლევა. ჩემი მოთხოვნა რჩება – დაუშვან ექიმები და არა მარტო ჩვენი ექიმები. უცხოეთიდან ვაპირებდით ექიმების ჩამოყვანას და ამის შესაძლებლობა უნდა მოგვეცეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

რაც შეეხება კითხვას, რა არის მიხეილ სააკაშვილის გზავნილები, გიული ალასანიამ განაცხადა: „ძალიან ეჩქარება, გამოვიდეს იქიდან ბოლოს და ბოლოს და იყოს თავისუფალი“.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო მდივანი: უკვე ათწლეულზე მეტია, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს განმეორებით ჩადის: საქართველოში, მოლდოვაში და 2014 წელს უკრაინაში
შემდეგი სტატიარატომ წუწუნებს „მამა მოდა“