გიული ალასანია და ედუარდ სააკაშვილი ევროპარლამენტში იმყოფებიან

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია და შვილი, ედუარდ სააკაშვილი ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობაში იმყოფებიან.

როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, დაესწრებიან დღეს ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებს, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემას შეეხება.

მათივე თქმით, დებატების შემდეგ, შეხვედრებს გამართავენ ევროპარლამენტის წევრებთან. როგორც გიული ალასანიამ და ედუარდ სააკაშვილმა აღნიშნეს, შეხვედრები დაგეგმილია თითქმის ყველა ევროპარლამენტართან, რომლებიც საქართველოს საკითხზე მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმისგან, რაც პარლამენტში მოვისმინე
შემდეგი სტატიაგეკითხებით, რა გზავნილებით მიდიხართ NATO-ს სამიტზე, როდესაც ამბობთ, რომ NATO-ს წევრები ვერ გავხდებით სანამ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება ჩვენს ქვეყანაში – აქუბარდია