გიული ალასანია – ჩემთვის მისაღებია რომ უკრაინის გარდა პოლონეთიც გამოთქვამს მზადყოფნას მიშას მისაღებად

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ყოფილი პრეზიდენტის დედა გიული ალასანია იმყოფება. გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე ალასანიამ განაცხადა, რომ იგი მიესალმება ინფორმაციას, რომელიც ცოტა ხნის წინ ბუბა კიკაბიძემ გააჟღერა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის გარდა პოლონეთიც მზადყოფნას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

„ჩემთვის აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი არ იყო, თუმცა, ბუბა კიკაბიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ უკრაინის გარდა პოლონეთიც გამოთქვამს მზადყოფნას, მიხეილ სააკაშვილის მისაღებად, ბუნებრივია, ჩემთვის მისაღებია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმაზე, რომ მოხდეს უკრაინაში მისი გადაყვანა, მე მიშასთან არ ვსაუბრობ, რადგან ვიცი, რომ მძაფრი რეაქცია ექნება. რაც შეეხება რეაბილიტაციას ქვეყნის გარეთ, თავისთავად, ამის მეც მომხრე ვარ და მიშაც, რა თქმა უნდა, არ იქნება წინააღმდეგი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშისანამ “ნაციონალური მოძრაობა” დანაშაულს არ აღიარებს, შერიგებაზე საუბარი შეუძლებელი იქნება – თალაკვაძე
შემდეგი სტატია“გთავაზობთ, რომ პირველი ასეთი შეხვედრა გაიმართოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში” – მიხეილ სააკაშვილი ზურაბიშვილის გამოსვლის პასუხად