გიული ალასანია: ჩემი ინტერესია, ჩემი შვილი გადარჩეს

“გუშინ მქონდა შესაძლებლობა, რომ მენახა, ვითარება ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს. მე მეორედ ვნახე და პირველთან შედარებით ცოტა უფრო დასუსტებული მეჩვენა, სხვა მხრივ, ექიმებს უნდა მოვუსმინოთ, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება. პროგნოზების გაკეთება ექიმებსაც უჭირთ, მაგრამ ყველა იმეორებს იმას, რომ ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს ცუდი რამ – გული გაჩერდეს. ისეთ რაღაცებს ასახელებენ, რომ მოსმენაც კი ძნელია ჩემთვის.

…უკრაინის მოქალაქეა და [გადაცემას] რამდენად დათანხმდება, ამ თემას მე არ შევხებივარ, არ ვიცი, რა აზრის არის. ჩემი, როგორც ოჯახის წევრის ინტერესია, რომ ჩემი შვილი გადარჩეს და იყოს ჯანმრთელი, უვნებლად გამოვიდეს, მაგრამ გადაწყვეტილებას თვითონ იღებს.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში44 მუნიციპალიტეტის არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ
შემდეგი სტატიატრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავება – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს