გიულენმა თურქეთში დაბრუნებაზე მზაობა გამოთქვა

giuleniთურქეთის ხელისუფლების მიერ სახელმწიფო გადატრიალების გამო ძებნილმა, ტანამედროვე ისლამის მქადაგებელმა ფეხტულახ გიულენმა გერმანულ მედიასთან განაცხადა, რომ ის მზად არის თურქეთში დაბრუნდეს, თუკი ვაშინგტონი მისი ექსტარდაციის საკითხს გადაწყვეტს … “თუკი აშშ დამაკმაყოფილებლად უპასუხებს, მე მივდივარ, ეს პრობლემა არ არის” – თქვა რელიგიურმა მოღვაწემ და დაამატა, რომ ამ შემთხვევაში “ის თურქეთის მთავრობის მხრიდან დევნის ობიექტი გახდება და ღმერთთან წარსდგება ადამიანად, რომელმაც საკუთარი ცოდვები უკვე მოინანია”.
აშშ-ში მცხოვრებმა გიულენმა, რომელსაც ანკარა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს, მომხდარის საერთაშორისო გამოძიების მოწოდება გააკეთა… “თუკი ბრალი დადასტურდება, მე გავაკეთებ იმას, რაც მათ უნდათ. თუმცა, ჯერჯერობით, მათ ვერ შეძლეს კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენა” – აღნიშნა გიულენმა, რომელიც ანკარას ბრალს სდებს იმაში, რომ ის ამბოხებას მისი მიმდევრების დასასჯელად იყენებს. თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 15 ივლისს მოხდა

banner
წინა სტატიაშივინ ხალხს ვკალვდი ერთი გამაგებინეთ?
შემდეგი სტატიაშვედეთში მუსლიმი ქალი სამსახურიდან წავიდა იმის გამო, რომ მამაკაცებისათვის უწევდა ხელის ჩამორთმევა