26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვისა და უკრაინის გზას ევროკავშირში

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს, რომ მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ესაუბრა, რა დროსაც განვიხილეს მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ივნისში ორივე ქვეყანასთან მოლაპარაკების ექვსივე კლასტერის გახსნის აუცილებლობა.

მისი თქმით, გაფართოების პროცესის წინსვლისთვის საჭიროა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის პოლიტიკური ფოკუსირება და ერთიანობა.

„პროგრესი თავისთავად გარანტირებულად არ უნდა მივიჩნიოთ. გაფართოების პროცესის წინსვლისთვის, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის პოლიტიკური ფოკუსირება და ერთიანობა. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვისა და უკრაინის გზას ევროკავშირში 2030 წლამდე გაწევრიანებისკენ“, – აცხადებს გიტანას ნაუსედა.

banner
წინა სტატიაშიდიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს, 19:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სოლოლაკში ჩავატარებთ ერთკაციან აქციას
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: კრიტიკა და შეურაცხყოფა ორი განსხვავებული მიმართულება, რაც აუცილებლად უნდა დარეგულირდეს