გიროგი კახიანი: 2020 წლის არჩევნების ჩაშლის რესურსს ვერ ვხედავ

ზოგადად, დემოკრატიულ სახელმწიფოში პლებისციტი აუცილებელი მოვლენაა და თუ დღის წესრიგში ამის აუცილებლობა დადგება, პლებისციტი მხოლოდ მაშინ შეიძლება, ჩატარდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„ამ ეტაპზე ეს საკითხიც არის მოხსნილი დღის წესრიგიდან, მაგრამ რა გითხრათ?! თუ ეს შეიძლება, გამოსავალი იყოს ამ მდგომარეობიდან, რომელშიც ახლა ვართ, არ ვიცი, შეიძლება თუ არა, ამაზე იყოს ფიქრი, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ უმრავლესობაში ამ თემის განხილვა არ ხდება“, – განაცხადა კახიანმა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა იმის რისკი, რომ 2020 წლის არჩევნები ჩაიშალოს, თუ ოპოზიცია ამ არჩევნების ბოიკოტირებას მოახერხებს, როგორც ეს გიგი უგულავამ განაცხადა და ასეთ შემთხვევაში ჩატარდება თუ არა შემდეგი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, კახიანმა აღნიშნა, რომ თუ 2020 წლის არჩევნები ჩაიშლება, სამართლებრივად, შემდეგი არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება, მაგრამ 2020 წლის არჩევნების ჩაშლის რესურსს ვერ ხედავს.

„მე ვერ ვხედავ რესურსს იმისა, რომ ვერ ჩატარდეს. 2020 წლის არჩევნები აუცილებლად ჩატარდება და ამ არჩევნებს ჩვენ სამართლიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩავატარებთ. თუმცა, თუ სამართლებრივად მეკითხებით, შემდეგი არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება, 5%-იანი ბარიერის პირობებში. შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი საპარლამენტო ფორმატი და დისკუსიის რეჟიმია-განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კახიანი: შესაძლოა, პროპორციულმა სისტემამ თავის დროზეც ვერ გაამართლოს და შემდგომ მის შეცვლაზეც ვიფიქროთ
შემდეგი სტატიააბაშიძე-კარასინის შეხვედრა 5-თვიანი პაუზის შემდეგ – აბაშიძე მთავარ საკითხად ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას დააყენებს