“გირგვლიანზე ქე მაინც იძალადეს და საცოდავი სტურუა ისე გაუმწარებიათ, სიცოცხლე მოისწრაფა”

“ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი სევდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრისგან დემურ სტურუაზე ნაკლები თანაგრძნობა მოისმინა.

“შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან დემურ სტურუაზე ნაკლები თანაგრძნობა მოვისმინე. იმ ადამიანზე, ვინც წამების გზით თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ეს ნაკლებია? გირგვლიანზე ქე მაინც იძალადეს და საცოდავი სტურუა ისე გაუმწარებიათ, სიცოცხლე მოისწრაფა. თვითონ დამნაშავეები იყვნენ და ეს საცოდავი კიდევ ისე გაუმწარებიათ, ცოდვაც ჩაიდინა და სიცოცხლე მოისწრაფა”,- განაცხადა “ტვპირველის” ეთერში სტუმრობისა სევდია უგრეხელიძემ.

დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, დემურ სტურუას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა და აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს.

banner
წინა სტატიაში2016 წლის ივანიშვილი ებრძვის 2012 წლის ივანიშვილს – ლევან ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკულ განცხადებებზე
შემდეგი სტატია,,მთაწმინდისთვის სირცხვილია იმ ადამიანების თუნდაც მეორე ტურში გასვლა, რომლებიც წარსულის ძალას წარმოადგენენ”