“გირგვლიანის შესწორებები” მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს- წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ე.წ. გირგვლიანის შესწორებები იმისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს.
„ამ შესწორებას მე უკვე მივესალმე და კვლავ მივესალმები. ჩვენ აქტიური დისკუსია გვაქვს უმრავლესობის შიგნით და მთავრობაში, რათა ის ნორმები, რომელიც არის შემოთავაზებული იყოს მაქსიმალურად იმგვარად ჩამოყალიბებული, რომ პრაქტიკაში კარგად იმუშაოს. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ძალიან დიდი სიმბოლიზმით დატვირთული ნორმები, რათა მომავალში არ განმეორდეს, რაც გვქონდა წარსულში, სამწუხაროდ, დიდი ტრაგედიის სახით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით საკანონდებლო ცვლილებების ინიცირება მიმდინარე სასესიო კვირაში მოხდება.

banner
წინა სტატიაში„ობიექტივის“ გადამღები ჯგუფი საავადმყოფოშია გადაყვანილი – მომხდარზე შსს ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაელისო კილაძის შვილის, პროცესი სააპელაციო სასამართლოში 12 აპრილს გაიმართება