„გირჩმა” საროსკიპო გახსნა

“გირჩმა” საკუთარ ოფისში საროსკიპო გახსნა, სახელწოდებით “პიონერი”. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგის მთავარი თემა პროსტიტუციის ლეგალიზაცია იყო.

“გირჩის” ინფორმაციით, საროსკიპო სპეციალური მოწყობილობებით სექსშოპმა “კიკუმ” აღჭურვა. საროსკიპოს პრეზენტაცია “გირჩის” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ჰერმან საბომ გამართა, მან საროსკიპო წითელი ლენტით გახსნა და ჟურნალისტებს აჩვენა ის ოთახი, რომელიც გაქირავდება.

“შეგიძლიათ მოიყვანოთ სექსმუშაკი, დაკავდეთ სექსით, გამოიყენოთ კონკრეტული ინსტრუმენტები”-განაცხადა ჰერმან საბომ.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ რუსული პროპაგანდის შესამცირებლად პარლამენტს კანონპროექტების პაკეტს სთავაზობს
შემდეგი სტატიასენაკში მოწამლული ბავშვების ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება