„გირჩმა“ პარტიისა და „სამეფოს თავკაცი“ წარადგინა, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატიც იქნება

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ოფისში „გირჩის“ პარტიისა და „სამეფოს თავკაცი“ წარადგინეს, რომელიც ამავდროულად იქნება „გირჩის“ საარჩევნო კამპანიის მენეჯერიც.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, პარტია კრეატიულ საარჩევნო კამპანიას შესთავაზებს ამომრჩეველს.

პარტიის და „სამეფოს თავკაცის“ ოთო ზაკალაშვილის თქმით, მათ საარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება კანაფი.

ზაკალაშვილი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობის გარდა, თბილისის საკრებულოს წევრობისთვის იბრძოლებს. პარტია „გირჩში“ აცხადებენ, რომ მათ მერობის კანდიდატები არ ეყოლებათ.

ამასთან, „სამეფოს მეფის“, ჰერმან საბოს თქმით, მათთვის აღნიშნული არჩევნები ორი კუთხით არის მნიშვნელოვანი.

„ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები, პირველი – ეს არის „გირჩის“ შენარჩუნება და მეორე „გირჩის“ პროგრესის ფუნქცია. ამ არჩევნებზე გეგმა მინიმუმი არის საპარლამენტო არჩევნების შედეგის განმეორება. კრეატიული კამპანია გვექნება გიჟური იდეებით“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

banner
წინა სტატიაშიისრაელს მილიონამდე „კოვიდ-19“-ის ვაქცინის განადგურება მოუწევს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – თუ არ არსებობს სწორი მართვა და მენეჯმენტი, რა თქმა უნდა, პროექტების განხორციელება შეუძლებელია