გირჩის წევრებმა სუს-თან შკოდა მიიყვანეს და დალეწეს

გირჩის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შკოდა მიიყვანეს და დალეწეს.

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი “გირჩი – მეტი თავისუფლებიდან” დიდუბეში, ნიკა მოსიაშვილი, სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, ძალის გამოყენებით დააკავეს.

ცნობილია, რომ პარტიის წარმომადგენლები სუს-ის შენობის წინ ვიდეოპერფორმანსს იღებდნენ, მათ ადგილზე მანქანა მიიყვანეს, რომელსაც ლეწავდნენ. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა დაპირისპირება სამართალდამცველებსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის, რა დროსაც დააკავეს, პარტიის წევრები და მაჟორიტარობის კანდიდატები ნიკა მოსიაშვილი და ბორის ჩელე ყურუა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

banner
წინა სტატიაში“ტვ პირველში” პროკურატურა შევიდა
შემდეგი სტატიაგვარამია: სუს-ი იყო საავადმყოფოში და დაატრენინგა ექიმები